geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO Georgia არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 169 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა, BDO Georgia-ს წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

ადგილმდებარეობა   -  ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება  -  ანაზღაურებადი სტაჟირება - ადმინისტრაციული ასისტენტი

ვაკანსიის ხანგრძლივობა   -   6 თვე - კანდიდატი, რომელიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლის, დასაქმდება კომპანიაში

სამუშაო საათები   -   სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი

 

ფუნქცია/მოვალეობები:

• სხვადასხვა დოკუმენტაციის, მათ შორის ხელშეკრულების, მიღებაჩაბარების აქტების, ინვოისების და სხვა მომზადებაში ჩართულობა (მათ შორის ინგლისურ ენაზე)

• შიდა პროგრამებში კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის შეყვანა/განახლება

• მივლინების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება

• თანამშრომლების მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში

• უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)

• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

• MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

• ორგანიზებული

• დეტალებზე ორიენტირებული

• დროის ეფექტურად მართვის უნარი

• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი

 

აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: ანაზღაურებადი სტაჟირება - ადმინისტრაციული ასისტენტი

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 29.10.2026

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას